აზერბაიჯანული ლიტერატურის მუზეუმი
ნიზამი განჯევის სახელობის აზერბაიჯანული ლიტერატურის მუზეუმი | |
---|---|
აზერ. Nizami Gəncəvi adına Azərbaycan Ədəbiyyatı muzeyi | |
Nizami Gəncəvi adına Azərbaycan Ədəbiyyatı muzeyi | |
40°22′11″ ჩ. გ. 49°50′11″ ა. გ. / 40.3699194° ჩ. გ. 49.8363889° ა. გ. | |
დაარსდა | 1939 |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
მდებარეობა | ბაქო |
დირექტორი | რაფაელ ბაბა ოღლუ ჰუსეინოვი |
ოფიციალური საიტი | [nizamimuseum.az nizamimuseum.az] |
ნიზამი განჯევის სახელობის აზერბაიჯანული ლიტერატურის მუზეუმი (აზერ. Nizami Gəncəvi adına Azərbaycan Ədəbiyyatı muzeyi) — მუზეუმი ბაქოში, რომელიც დაარსდა 1939 წელს. მდებარეობს აზერბაიჯანის დედაქალაქის ცენტრში, შადრევნის მოედანის მახლობლად „იჩერი შეჰერის“ შესასვლელთან. დღეს ეს მუზეუმი არის აზერბაიჯანული ლიტერატურისა და კულტურის მასალების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და უდიდესი საცავი.
მუზეუმის მთავარი მიზანია სამეცნიერო და სხვა მასალების შეგროვება, კვლევა და შენახვა აზერბაიჯანული ლიტერატურისა და კულტურის შესახებ; ამ მასალების წარმოდგენა სხვადასხვა გამოფენებზე. მუზეუმი ასევე ატარებს ფართო სამეცნიერო კვლევას, იწერება და ქვეყნდება წიგნები და მონოგრაფიები[1].
მუზეუმის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენობა, რომელშიც მუზეუმი მდებარეობს, აშენდა 1860-იან წლებში, როგორც ორსართულიანი ქარავან-სარაი. არქიტექტორი კასიმ-ბეგ ჰაჯიბაბაბეკოვი იყო[2]. 1915 წელს შენობა გადაეცა სასტუმრო „მეტროპოლს“ და ამ პერიოდში მეორე სართულის აშენება დასრულდა. შემდეგ, 1918-1920 წლებში აქ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თანამშრომლები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, ხოლო 1920-1930 წლებში ამ შენობაში აზერბაიჯანის პროფესიული კავშირების საბჭო მდებარეობდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, ბლოკადურ ლენინგრადში, როდესაც აღინიშნებოდა აზერბაიჯანელი მწერლის ნიზამი განჯევის 800 წლისთავი, აქ გრძელდებოდა ექსპოზიციების განთავსება. ამ შენობაში ნიზამის სახელობის მემორიალური მუზეუმი შეიქმნა. არქიტექტორების, სადიქ დადაშოვისა და მიქაილ ჰუსეინოვის პროექტის ფარგლებში ჩატარდა რემონტი, ფასადებზე დამონტაჟდა სკულპტურები და ორი სართული აშენდა. მოგვიანებით, მემორიალური მუზეუმი გადაიქცა აზერბაიჯანის ლიტერატურის მუზეუმად[1]. მუზეუმის ინტერიერი ლატიფ ქერიმოვის მიერ იყო მორთული.
იმის მიუხედავად, რომ მუზეუმი დაარსდა 1939 წელს, ამოქმედდა მხოლოდ 1945 წლის 14 მაისს. 1959 და 1967 წელს მუზეუმს ორჯერ ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, გამაგრება და იგი გაფართოვდა. 2001-2003 წლებში მუზეუმმა კვლავ განიცადა რიგი ცვლილებები და განახლებები.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2004 წლის 30 დეკემბრის სტუმრობის შემდეგ, 2005 წლის ზაფხულში მომზადდა ახალი პროექტები, რომლის მიხედვითაც დაიწყო სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მუზეუმის 2500 კვადრატული მეტრით გასადიდებლად გამოყო 13 მილიონი მანათი. ამის ხარჯზე დარბაზთა რაოდენობა გაიზარდა 30 ძირითად და 10 დამხმარემდე. თუ 2005 წლამდე მუზეუმში ექსპოზიციათა რიცხვი შეადგენდა 1000 ერთეულს, რესტავრაციის შემდეგ მან 25 000-ს გადააჭარბა.
შენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმის საერთო ფართობი დაახლოებით 2500 მ²-ია. მუზეუმის 30 ძირითად და 10 დამხმარე დარბაზში 3 ათასზე მეტი ხელნაწერი, იშვიათი წიგნები, ილუსტრაციები, პორტრეტები, ქანდაკებები, მინიატურები, მწერლების მემუარები და სხვა გამოფენებია წარმოდგენილი. შენობის ნაწილი დაცულია წიგნის მაღაზიად არის გადაქცეული (ამჟამად მოქმედი).
შენობის ფასადზე, თაღებითა ღერძზე, აზერბაიჯანის გამოჩენილი პოეტებისა და მწერლების ქანდაკებებია განლაგებული: მუჰამედ ფუზული (მოქანდაკე ი.აბდურახმანოვი), მოლა ფანაჰ ვაგიფი (მოქანდაკე ჯ. კარიაღდი), მირზა ფათალი ახუნდოვი (მოქანდაკე პ. საბსაი), ნათავან ხურშიდბანუ (მოქანდაკე ე. ტრიპოლსკაია), ჯალილ მამედყულიზადე (მოქანდაკე ნ.ზახაროვი), ჯაფარ ჯაბარლი (მოქანდაკე ს. კლიაცკი)[3].
გამოფენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმში ინახება ნიზამი განჯევის პოემის „ისქანდერნამეს“ ხელნაწერი, რომელიც 1418 წელს დაიწერა, ფუზულის „ბანქუ-ბადეს“ (1569) ხელნაწერის ასლი, მირზა ფათალი ახუნდოვის „აღმოსავლური პოემა პუშკინის გარდაცვალებაზე“, აგრეთვე პირადი ავტოგრაფები და დიდი სამეცნიერო ღირებულების სხვა ექსპონატები. ასევე მუზეუმში არის ნიზამი განჯევის პორტრეტი, რომელიც 1940 წელს გაზანფარ ხალიგოვმა შექმნა და პოეტის 1479 წლის ხელნაწერები მინიატურებით.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Музей Азербайджанской литературы имени Низами Гянджеви. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-03. ციტირების თარიღი: 2018-07-25.
- ↑ Гаджибабабеков Касым-бек - архитектор
- ↑ Bakının heykəlləri
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|